ციხე-სიმაგრის მშენებლობაში თავისი წილი აგური
თეთრაძეთა ძირძველმა და სახელოვანმა გვარმაც
დადო.
წინაპრის საკუთარი სახელიდან მოუდით
გვარსახელის ფუძე თეთრაძეთ. `თეთრა~ -
გავრცელებული სახელები ყოფილა კაცისა ძველ
საქართველოში (თეთრა გვხვდება ქალის
სახელადაც). ამრიგად, თეთრაძეთა გვარსახელი
ეპონიმური ტიპის პატრონიმთა რიგს განეკუთვნება,
რადგან მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის,
გვარის ფუძემდებლის ანთროპონიმი.
ოდითგან ქართლს, სოფელ დიღომს ბუდობდა
თეთრაძეთა ერთი გვარმოდენილობა.
საქართველოს ყველაზე დიდი ისტორიულ-
ეთნოგრაფიული მხარეა ქართლი. ქართლში,
როგორც პოლიტიკურ ერთეულში სხვა
ეთნოგრაფიული მხარეებიც შედიოდა და მასში
მცხოვრებნი ყველანი ქართველებად იწოდებოდნენ.
`ქართველმა~ კი სახელი მისცა საქართველოს.
ქართლი სამ: შიდა ქართლის, ქვემო ქართლის
და ზემო ქართლის ერთეულებად იყოფოდა,
რომლებიც ასევე მათთვის დამახასიათებელი
ეთნოგრაფიული რეალიებით ხასიათებოდნენ. შიდა
ქართლი ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავს,
ქვემო ქართლი კი მის სამხრეთ ნაწილს. ქართული
წყაროებით უფრო ადრე შიდა ქართლის
სახელწოდება `ზენა სოფელი~ იყო, ქვემო ქართლის
შესატყვისი კი _ `ქვენა სოფელი~. რაც შეეხება
ზემო ქართლს, მას მესხეთიც ეწოდებოდა
საქართველოს მთელ სამხრეთ-დასავლეთს ფარავდა
და ეთნოგრაფიულ ქართლად არ მოიაზრებოდა.
ქართლმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არა
მარტო ქართველი ხალხის სახელწოდებრიობის
ჩამოყალიბებაში, არამედ ერთიანი ქართული
კულტურისა და ენის (სახელმწიფო,
საღვთისმეტყველო, სალიტერატურო ენის) შექმნაში.
ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში,
ქართლშიც ხდებოდა მოსახლეობის მოძრაობა.
ძველი ქართლის მოსახლეობის უმნიშვნელო
რაოდენობას თუ მოუღწევია ჩვენამდე, რომელთა
შორის თეთრაძეთა გვარმოდენილობაც მოიაზრება
თავდაპირველად `-ძე~ სუფიქსით იწარმოებოდა. ამის საუკეთესო მაგალითია სოფელ დიღომში დღეს
მოსახლე თეთრაშვილთა გვარმოდენილობა,
რომლებიც XX საუკუნის დასაწყისამდე
თეთრაძეებად იწერებოდნენ (დიღმის წმინდა
გიორგის ეკლესიის აღსარების მთქმელთა
დავთარში, თეთრაშვილები, XIX ,,, საუკუნის
მანძილზე კერ კიდევ თეთრაძეებად წერიან, ხოლო
XX საუკუნის დასაწყისში თეთრაძეები, გვარს
თეთრაშვილებად იკეთებენ).
1505-1525 წლებში უნდა დაწერილიყო სოფელ
დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის
დეკანოზ, დიღმის მკვიდრ ფილიპე მღვდლის მიერ
დადებული პირობის წიგნი, რომლიდანაც ირკვევა,
რომ თეთრაძეს ( პირსახელი არ ფიქსირდება)
ფილიპე მღვდლისათვის, მზევაძის სიკვდილის
შემდგომ, საორმოცედ მიუბარებია კუთვნილი
`ნებერილი~ მიწა:
1765 წლის 7 ნოემბრით თარიღდება დიღმელ პაპუნა ზაზიაშვილის მიერ ქართ-კახეთის მეფე
ერეკლე II-სათვის ყმობის თაობაზე მირთმეული
არზა, რომელსაც ერეკლე II-ის ოქმი და
აღსრულების მინაწერი ახლავს, რომელშიც მოწმედ
სოფელ დიღომს მოსახლე თეთრაძენიც
სახელდებიან:
1784 წლის 6 ივნისის დაწერილა გაბრიელ
მარინდაშვილის მიერ არაგვიდან დიღომს მოსულ
თეთრა და დემეტრე თეთრაძეთა და მათი
შვილებისათვის შიო, დავით, მახარებელ და ივანე
თეთრაძეთათვის მიცემული ნასყიდობის წიგნი:
`ქ. არსება მიუწვდომელისა ნებითა მამისა, ძისა
და ყოვლად წმინდისა სულისათა, მინდობითა და
თავდებობითა უმეტესად კურთხეულისა
დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა
ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა
მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნითა და
ცხოველს მყოფელისა ჯვარისათა..
ქვემო ქართლს მოსახლე თეთრაძეთა
გვარმოდენილობის გვარსახელის ფუძე
ტოპონიმიკაშიც აისახა, კონკრეტულმა ადგილებმა
სახელწოდება მათი მემკვიდრეობითი სახელიდან
გამომდინარე მიიღეს. სავარაუდოდ, ეს ის უბნები
და ადგილებია, რომლებიც ამ გვარჩამომავლობის
წარმომადგენელთ ეკუთვნოდათ, სადაც უცხოვრიათ,
ან დღესაც ცხოვრობენ თეთრაძენი. . . .
აქამომდე შემოგვინახა ქვემო ქართლის
ტოპონიმიკამ გომარეთელ თეთრაძეთა გვარსახელის
ფუძე: დმანისის რაიონის სოფელ გომარეთშიც,
რომელიც არის თეთრაძეთა საგვარეულოს ერთ–
ერთი ყველაზე მთავარი განსახლების ადგილი,
არსებობს წყარო, რომელიც ყველაზე დიდია
სოფელში, და რომელსაც `წივილაანთ წყაროს
ეძახიან აქამომდის. როგორც უკვე ვთქვით,
`წივილაანი~ - გომარეთელ თეთრაძეთა ერთ–ერთი
შტო-გვარია.
ქვემოთ მოვიტანთ XIX საუკუნეში, სოფელ
გომარეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში
შემდგარ რამოდენიმე წლის ჩანაწერს, რომლებიც
ეგზომ საინტერესოა თეთრაძეთა გვარის
ისტორიისათვის.